რეფლექსია

2017-2018 სასწავლო სლის II სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის, "მე აქ ვარ", განხორციელება, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება აუტიზმთან დაკავშირებით.ვინაიდან სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სამიზნე ჯგუფად შევარჩიე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში (21.03.2018 – 03.04.2018). პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ვინაიდან მათაც მეტად მწირი ინფორმაცია ჰქონდათ აუტიზმთან დაკავშირებით.პროექტზე მუშაობა წარიმართა ოთხ ეტაპად:
პირველი  ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ ინტერნეტით მოძიებული მასალები და დავგეგმეთ გამოკითხვის ჩატარება მასწავლებლებსა და მოსახლეობაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის დონის დასადგენად
მეორე ეტაპი: მოვახდინე მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად კლასების მიხედვით და ჯგუფებმა გადაინაწილეს დავალებები: VII – VIII კლასმა მოამზადა კედლის გაზეთი, IX კლასმა – საინფორმაციო ბუკლეტი, X – XI კლასი მოამზადა პრეზენტაცია Microsoft PoverPoint  პროგრამის დახმარებით
მესამე ეტაპი: მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა, მოძიებული მასალისა და ჩემი დახმარებით მოამზადეს პროექტის პროდუქტები, რომლებიც ეტაპობრივად განვათავსეთ ბლოგზე.
მეოთხე ეტაპი: მოეწყო პრეზენტაცია სკოლაში და დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სკოლის ეზოში მოეწყო ასფალტზე ხატვა პროექტის თემასთან დაკავშირებით.
პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება, გაიწაფნენ Microsoft PoverPoint  პროგრამის მეშვეობით პრეზენტაციის მომზადებაში, ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში. განუვითარდათ თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, შემწყნარებლობის, სხვისი უფლებების პატივისცემის, დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები. 
პროექტზე მუშაობისას იყო ხელშემშლელი ფაქტორები: წვიმიანი ამინდები გამოკითხვისა და ასფალტზე ხატვის დღეს (მოგვიწია ასფალტზე ხატვის გადადება მომდევნო დღისთვის).
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოიკვეთა ხარვეზები: საგაზეთო წერილებში, ბუკლეტსა და პრეზენტაციაში გამოყენებული იყო ბევრი სპეციფიკური ტერმინი, რამაც მცირე გაუგებრობა გამოიწვია საზოგადოებაში. უმჯობესი იქნებოდა კონსულტაციების გავლა ბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან, აგრეთვე GOOGLE საძიებო სისტემის და უცხო სიტყვათა ლექსიკონის გამოყენება უცხო ტერმინთა განმარტებისთვის. ამ ხარვეზს აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო პროექტებზე მუშაობისას.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий